„საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ - ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„საზოგადოებრივი მატყუარა“, „ამხილე რეჟიმი“ - ამ მოწოდებებით საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეთა თქმით, მაუწყებელს, რომელიც გადასახადის გადამხდელთა ფულით ფინანსდება, ხელისუფლება პროპაგანდის ერთ-ერთ მექანიზმად იყენებს.

მათივე შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს არასრულად აშუქებს.

„ჩვენ ვხედავთ თუ რა პროპაგანდით ებრძვის მედია საზოგადოებას და ამის სათავეში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მაუწყებელი წარმოუდგენელია მონაწილეობდეს ამ პროპაგანდაში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს, სრულად უნდა გააშუქოს, როგორც ამას სხვა ტელევიზიები აკეთებენ. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივ ჯგუფებს ტელევიზიამ დაუთმოს დებატების სივრცე. ხალხის ხმა უნდა ისმოდეს.

ახლა უპირველესი ამოცანაა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი სახელმწიფო მარწუხებისგან დავიხსნათ",- განაცხადა მოძრაობა "დაიტოვეს" დამფუძნებელმა, ილია ღლონტმა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი - "საზოგადოებრივი მატყუარა", "ამხილე რეჟიმი"..

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს