პაატა დავითაია - სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებული ადამიანები, რომელთა დაკავების ფორმები  ყოველგვარ სტანდარტს სცდება - ტრავმა, რომელსაც ძალადობრივი ქმედებებით მომავალი თაობა იღებს, ძალიან მძიმე და მტკივნეულია

კატეგორიულად მიუღებელია ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც განხორციელდა აქციებზე დაკავებულ პირებზე, როგორც დაკავების პროცესში, ასევე შემდგომ. დაკავების ის ფორმები, რაც იყო გამოყენებული მომიტინგეთა მიმართ, სცდება ყოველგვარ სტანდარტს - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

დავითაია 29-30 ნოემბრის აქციებზე განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, რომ დაკავებულთა შორის არის ცნობილი პოეტი და ქართული ენის მასწავლებელი, თორნიკე ჭელიძე. ის ეროვნულ ღირებულებებს ასწავლიდა მოსწავლეებს, რომელთა შორის ჩემი შვილიცაა. თორნიკე ჭელიძის დაკავება არის რთული პროცესი მისი მოსწავლეებისთვის. ტრავმა, რომელსაც ამგვარი ძალადობრივი ქმედებებით იღებს მომავალი თაობა არის ძალიან მძიმე და მტკივნეული.

მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ განთავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები, მათ შორის ბატონი ჭელიძე. ეს ადამიანები იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის ევროპულ კურსს. მშვიდობიან მომიტინგეებთან გადამეტებული ძალის გამოყენება შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არავინ, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება