რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - როგორც ევროკავშირის წევრი, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში

რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, - ამის შესახებ განცხადებას რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სოლიდარობას ასევე უცხადებენ ქართველ დიპლომატებსაც.

„როგორც ევროკავშირის წევრი, რუმინეთი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს ღირსებისთვის, თავისუფლებისთვისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში. ჩვენი სოლიდარობა ასევე ეხება ქართველ დიპლომატებს, რომლებიც გაერთიანდნენ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!