მიხაილ როთი - პუტინის დამქაშები მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და „მაიდანი 2“-ის პროვოცირებას, ეს სიცრუეა - ქუჩაში გამოსული ქართველები საკუთარი ნებით მოქმედებენ

პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას, ქუჩაში გამოსული ქართველები საკუთარი თავისუფალი და სუვერენული ნებით მოქმედებენ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„პუტინის დამქაშები მუდმივად მაბრალებენ საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას და „მაიდანი 2“-ის პროვოცირებას. ეს სიცრუეა და სამართლიანი არაა საქართველოსა და უკრაინის თავისუფლების მოყვარე ხალხთან მიმართებაში.

ევროკავშირსა და ნატოში წევრობისთვის მუშაობას კონსტიტუციური სტატუსი აქვს საქართველოში. ეს ყოველი მთავრობისა და ყოველი საპარლამენტო უმრავლესობის ვალდებულებაა. ქვეყანა უკვეა ევროკავშირის კანდიდატი და ნატოში წევრობა ჰორიზონტზეა. რამდენიმე პირობა უნდა დაკმაყოფილდეს.

განცხადებები, თითქოს მაიდანი უცხოურმა ძალებმა (CIA, ევროკავშირი, მარსიანელები) მოიტანეს, კრემლის საშინელი პროპაგანდაა და გამეორებით სიმართლე არ ხდება. პრო-ევროპელმა უკრაინელებმა პრო-რუსული რეჟიმი საკუთარი ნებითა და ძალით ჩამოაგდეს.

ასევე არ სჭირდებათ ჩემი წინამძღოლობა ქართველებს, რომლებიც ქუჩებში როგორც კონსტიტუციონალური პატრიოტები გამოვიდნენ. ისინი საკუთარი თავისუფალი, სუვერენული ნებით მოქმედებენ და ჩემთვის პატივია მათი წახალისება ევროპული ღირებულებებისთვის მათ ბრძოლაში ძალადობრივი რეჟიმის წინააღმდეგ,“ - წერს როთი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს