დიმიტრი ცქიტიშვილი - პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი გვქონდა, თუ როგორია ვითარება და როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება

საუბარი გვქონდა, თუ როგორია ვითარება, როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, მისთვის უცნობია, პრეზიდენტი დღეს გააკეთებს თუ არა განცხადებას.

„დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, არ ვიცი პრეზიდენტი დღეს განცხადებას გააკეთებს თუ არა. საუბარი გვქონდა როგორია ვითარება, როგორ შეიძლება მხარი დავუჭიროთ იმ თვითორგანიზებულ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც ახალგაზრდების ხელით ხორციელდება, როგორ შეიძლება დავუჭიროთ მხარი მათ უსაფრთხოებას, ასევე საერთაშორისო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებთან როგორც განვახორციელო კომუნიკაცია“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!