გიორგი კვირიკაშვილი - რეაგირება განახორციელეთ ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ, ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ვინაიდან სწორედ პოლიციელებისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა

როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი, - ამის შესახებ განცხადებას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც კვირიკაშვილი მიმართვაში განმარტავს, ამ განცხადებას სამი ადრესატი ჰყავს და მნიშვნელოვანია, ყველა მხარე უნდა ეცადოს, ვნებათაღელვა ჩააცხრონ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით მოხერხდეს საქართველოს განვითარების სასურველ ვექტორზე დაბრუნება.

„როგორც ვხედავთ, სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია და არსებობს რისკი, ქვეყნის არაკეთილმოსურნეების ჩარევით ჩვენმა სახელმწიფომ მიიღოს გამოუსწორებელი ზიანი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ვისაც რით შეგვიძლია, მცდელობა არ უნდა დავაკლოთ ამგვარი რისკების თავიდან აცილებას მიუხედავად იმისა, დაეთანხმება თუ არა ჩვენს პოზიციას ყველა. ამ განცხადებას სამი ადრესატი ჰყავს, მინდა მივმართო მათ, როგორც ერთმა ადამიანმა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მოკრძალებული სურვილი და პოლიტიკური რეალობის გაცნობიერება ამოძრავებს:

  1. ხელისუფლებას:

სასწრაფოდ გამოიძიეთ და კანონით გათვალისწინებული რეაგირება განახორციელეთ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაში ჩართული პირების მიმართ; ეს მნიშვნელოვანია პოლიციის ავტორიტეტის შესანარჩუნებლად, ნუ დაუჯერებთ მათ, ვინც გეტყვით, რომ ეს სამართალდამცავთა დემოტივაციას გამოიწვევს, ვინაიდან სწორედ პოლიციელთა უმრავლესობისთვისაა მიუღებელი მიწაზე დაგდებულზე ძალადობა.

შეწყვიტეთ მოსახლეობის დადანაშაულება, წაკითხულის შინაარსის გაგების უნარის არქონის დაბრალება და ა.შ. ხალხთან ქედმაღლობით საუბარი კარგის არაფრის მომტანია თქვენთვის. ასე იქცეოდა ნაცმოძრაობა და ესაა მათი დღემდე პოლიტტოქსიკურობის მიზეზი. აღიარეთ, რომ თქვენი განცხადება იყო არასწორი, ეს იქნება სიძლიერის და არა სისუსტის გამოხატულება.

გამოიყენეთ ყველა ოფიციალური და არაოფიციალური არხი დასავლეთთან ურთიერთობის დასათბობად, გამოთქვით მზადყოფნა ევროკავშირთან გაწევრიანების დიალოგის მყისიერად განახლებაზე, თუნდაც ამან ვერ მოიტანოს სწრაფი შედეგი - რა თქმა უნდა იმ პირობით, რომ საქართველო შეინარჩუნებს სუვერენულ უფლებას, დაიცვას საკუთარი ფასეულობები.

  1. მათ, ვინც გულწრფელ პროტესტს გამოხატავს ქუჩებში (მათთან, ვინც ცდილობს სიტუაციის ბოროტად გამოყენებას, სასაუბრო არაფერი მაქვს):

სოლიდარული ვარ თქვენი სულისკვეთების და მოთხოვნის, საქართველომ აქტიურად განაგრძოს ევროინტეგრაციის პროცესი. ახალგაზრდების, ჩვენი შვილების გულწრფელი სურვილი, იცხოვრონ დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ეკონომიკურად განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში სრულიად ლეგიტიმურია და შესმენილ უნდა იქნას. უმნიშვნელოვანესია, გაემიჯნოთ ძალადობას - მომიტინგეთა მხრიდან ნებისმიერი შეტევა პოლიციელთა მიმართ დასაგმობია და შეიცავს უდიდეს რისკს, რომ მოვლენები უკონტროლო გახდეს. უამრავი არაკეთილმოსურნე ელოდება შესაძლებლობას, ააფეთქოს სიტუაცია საქართველოში. ნუ მივცემთ მათ ამის საბაბს და საშუალებას.

  1. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს:

შეწყვიტეთ საუბარი საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე და არჩევნების საერთაშორისო გამოძიებაზე, დაელოდეთ ეუთო ოდირის და სხვა მაღალრეპუტაციული საერთაშორისო დამკვირვებლების საბოლოო ოფიციალური დასკვნების გამოქვეყნებას, პატივი ეცით მათ და ამის შემდგომ გააკეთეთ შეფასებები. ხელი შეუწყვეთ დიალოგს ქართულ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ყველა საპირისპირო გზა არა მხოლოდ არაფრისმომტანია, არამედ შეიცავს სიტუაციის გამწვავების რისკს, რისი შედეგიც ნამდვილად ვერ იქნება საქართველოს დაახლოება დასავლეთთან, პირიქით, ამ სიტუაციით დანამდვილებით შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში არეულობის მოსურნეებმა და უპირველეს ყოვლისა ოკუპანტმა ქვეყანამ; შესაბამისად, არსებობს მაღალი რისკი, რომ დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესი რეგიონში შეუქცევადად დაზიანდეს. შემდგომ ამ ყველაფრის ნორმალურ კალაპოტში მოტრიალება ურთულესი იქნება. ჩემს თაობას ნანახი აქვს კანონიერი ხელისუფლების ძალადობით შეცვლის შედეგები 90-იანების დასაწყისშიც და 2003 წელსაც. ნუ გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.

დაბოლოს, ყველა მხარე უნდა ვეცადოთ, ვნებათა ღელვა ჩავაცხროთ და ნორმალურ ვითარებაში პოლიტიკური კომპრომისების გზით (კომპრომისების ნაწილში კი ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა) შევძლოთ, საქართველო დავაბრუნოთ განვითარების სასურველ ვექტორზე”, - აღნიშნავს კვირიკაშვილი.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის