პრეზიდენტი - ხალხი არ იღებს საქართველოს რუსეთში დაბრუნებას, რისი გაკეთებაც ერთ პიროვნებას და ერთ პარტიას სურს - ეს არ მოხდება!

მოსახლეობა არ იღებს იმას, რისი გაკეთებაც ერთ მმართველ პიროვნებას და ერთ მმართველ პარტიას სურს, რაც არის საქართველოს რუსეთში დაბრუნება - ეს არ მოხდება! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე შეფასებით, რაც დღეს საქართველოში ხდება ექსტრაორდინარულია.

„პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ ორი კვირა დამრჩა. ვინაიდან ვეწინააღმდეგებით მოპარულ არჩევნებსა და არალეგიტიმურ პარლამენტს და არალეგიტიმურ პარლამენტს არ შეუძლია რამე აირჩიოს გარდა არალეგიტიმური მთავრობისა და არალეგიტიმური პრეზიდენტისა. და ჩემი მანდატი დამთავრდება, როდესაც ახალი ლეგიტიმური პრეზიდენტი იქნება არჩეული. ეს დამოკიდებულია ახალ არჩევნებზე, რაც მთავარი მოთხოვნაა ხალხისა, რომელიც ქუჩაშია. ამ ახელ არჩევნებთან ერთად რაც მათ სურთ და რასაც ამბობენ არის ის, რომ ისინი არ მიიღებენ ქართული ე.წ. "ოცნების" მცდელობებს დააბრუნოს საქართველო უკან რუსეთში.

ცხადია, რომ ეს რამის გადადების საკითხი არაა, ვინაიდან ეს საქართველოს გზიდან გადახვევისა და რუსეთისკენ შეტრიალების საკითხია. საკმარისია ბატონ პუტინს ან ბატონ დუგინს მოუსმინოთ, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ საქართველო ევროპული გზის მიტოვების ამ „სიმამაცეს“ ულოცავენ. და რაც საქართველოში დღეს ხდება ექსტრაორდინარულია, ვინაიდან არა მხოლოდ მასობრივი პროტესტია ქუჩებში და ისინი ყოველ დღე იზრდება, არამედ ეს პროტესტი საქართველოს ყველა ქალაქზე ვრცელდება, რაც, ჩემი მეხსიერებით, არასდროს არ მომხდარა. და ეს ასევე ვრცელდება საქართველოს ეკონომიკის, ქართული სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროზე. ყველა სამინისტრო, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურა, ცენტრალური ბანკი - ხალხი ტოვებს [თანამდებობებს], აპროტესტებენ. აპროტესტებენ ფოთის პორტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. აპროტესტებენ სხვადასხვა სამინისტროებსა და სოციალურ სერვისებში.

საქართველოში არასდროს არ გვქონია საზოგადოებისა და სხვადასხვა შტოების ასეთი ტიპის რეაქცია. დიპლომატიური კორპუსი, სადაც ხალხი დღითი-დღე თანამდებობებს ტოვებს. და ეს არის შეგრძნება, რომ ეს მოსახლეობა არ იღებს იმას, რისი გაკეთებაც ერთ მმართველ პიროვნებას და ერთ მმართველ პარტიას სურს, რაც არის საქართველოს რუსეთში დაბრუნება. ეს არ მოხდება”, - განაცხადა ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა