ზურაბ ჯაფარიძე - ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ, როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა

როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" გვერდით, გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ჩვენთან ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჰქონდა - როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ , - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო.

"ძალიან სამწუხარო ამბავია, მაგრამ მოსალოდნელი იმ რეალობაში, რაშიც ჩვენ ვართ. როდესაც ქვეყანა დგება ვენესუელას, ნიკარაგუას, რუსეთის, ირანის, "ჰამასის" და "ჰეზბოლას" გვერდით, ხომ გასაგებია, რომ აშშ ვეღარ გააგრძელებდა ურთიერთობის იმ დონეს, რომელიც ჩვენთა ჰქონდა. მაგრამ ნუ, ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როცა მანამ, სანამ ყველაფერი გაუმჯობესდება, ყველაფერი გაუარესდება. ახლა ყველაფერი გაუარესდება ამერიკასთანაც, დასავლეთთანაც და როგორ კი მოვიგებთ ამ ბრძოლას, ყველაფერს სწრაფად დავიბრუნებთ," - განაცხადა ჯაფარიძემ.ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა, მეთიუ მილერმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს