პირველ არხთან საპროტესტო აქცია დასრულდა

პირველ არხთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან რამდენიმე საათის წინ მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს.

მათი მოთხოვნები იყო, პირველ არხს თბილისში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებისთვის დაეთმო საეთერო დრო, რაც არხის მენეჯმენტმა დააკმაყოფილა. ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგეს პირველი არხის ხელმძღვანელი პირები - თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე.

აქციის მონაწილეების თქმით, პირველ არხს მთავრობა პროპაგანდისთვის იყენებს და საზოგადოების კრიტიკულ ხმას ახშობს.

თავის მხრივ, არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან პირადად ჩავიდა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და აქციის რამდენიმე მონაწილე პირდაპირ ეთერში, გადაცემაში მიიწვია.

„ყოველ დღე მანამ, სანამ ვასილ მაღლაფერიძე, ეს „კაგებეშნიკი“ არ გადადგება, აქ ვიქნებით. რეგიონებში მაუწყებლობის გამორთვა, ამათი ტრადიციაა - ხმის ჩახშობა. მანიფესტაციით მოვედით, საზოგადოებას ჩვენი ხმა უნდა გაეგოთ. სანამ მანიფესტაციით არ მოვედით, მანამდე ეთერში არ შეგვიშვეს. არამზადა ვასილ მაღლაფერიძე „რობოკოპივით“ ჩამოგვიდგა. ქართველი ხალხის ხმა უნდა გაისმას“, - განაცხადა ლაშა ბუღაძემ.

აქციის მონაწილეების შეფასებით, ისინი პირველ არხთან აქციას ყოველდღიურად გამართავენ, სანამ არხის დირექცია დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს