აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

აშშ აჩერებს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციისთვის მუშაობაზე.

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო ახლო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო კრემლისთვის მოწყვლადი გახადა. ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას.

შეერთებული შტატები გმობს პოლიციის მიერ ქართველების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენებას, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის უფლებას იყენებენ, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლებას. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ პროტესტი მშვიდობიანი დარჩეს.

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტი-დემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია ჩვენი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საყრდენები, რაც ეყრდნობოდა საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის და ანტი-კორუფციული ძალისხმევებისადმი ერთგულებას. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.

ჩვენ ვიმეორებთ საქართველოს მთავრობისადმი მოწოდებას, დაუბრუნდეს თავის ევრო-ატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტი-დემოკრატიული კანონები, რომლების ზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს," - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს