ბადრი ჯაფარიძე - გავდივართ ურთულეს პერიოდს, როდესაც პუტინისტური ხელისუფლების გამო, ვკარგავთ ყველა პარტნიორულ, მეგობრულ ურთიერთობას - ეს არის დროებითი!

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება არის დროებითი - "ქართული ოცნების გასტუმრებამდე".

მისი თქმით, ქვეყანა ურთულეს პერიოდს გადის, როდესაც "პუტინისტური ხელისუფლების" გამო ყველა პარტნიორს კარგავს.

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმდა. გავდივართ ურთულეს პერიოდს, როდესაც "ქართული ოცნების" პუტინისტური ხელისუფლების გამო, ჩვენ ვკარგავთ ყველა იმ პარტნიორულ, მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც წლების მანძილზე გვქონდა. ამიტომ, ყველას უნდა ესმოდეს, რომ თუ დღეს ვინმე მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას", მხარს უჭერს ოკუპაციურ, თვითმარქვია და არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ეს არის დროებითი, როგორც კი "ქართულ ოცნებას" გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან, ცხადია, აღდგება და გაღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან!", - წერს ბადრი ჯაფარიძე "ფეისბუქზე".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს