პარლამენტის მიმდებარედ ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად აქციის არაერთი მონაწილე დაშავდა. მომიტინგეები რიგ შემთხვევაში ერთმანეთს ეხმარებიან, რიგ შემთხვევაში კი მათ დახმარებას ადგილზე მყოფი სასწრაფო დახმარების ბრიგადების ექიმები ცდილობენ.

აქციის მონაწილეებს გაზის გაშვების შედეგად უჭირთ სუნთქვა.

აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების ნაწილმა თავი ქაშუეთის ტაძრის ეზოს და კელიებს შეაფარა.

გარდა გაზის გაშვების შედეგად მიღებული ინტოქსიკაციისა, აქციის მონაწილეებს ექიმების დახმარება ცემის შედეგად მიღებული დაზიანებების გამოც უწევთ. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მომიტინგეებს სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდება. ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი დაშავებული ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ერთ-ერთმა მომიტინგემ განაცხადა, აღნიშნულ ახალგაზრდას სპეცრაზმის წარმომადგენელმა ჩაარტყა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა.

„მეც შოკში ვარ, მოვრბოდით, სპეცრაზმელმა ჩაარტყა და დამეცა ზემოდან მე. თავის არეში აქვს დაზიანება. ოთხჯერ გაითიშა და ძლივს მოვასულიერეთ. აი, ამათ [სპეცრაზმს] მინდა ვუთხრა, სულ ბიძინა ხომ არ ეყოლებათ?“ - განაცხადა თვითმხილველმა მედიასთან საუბარში.

პარლამენტის ტერიტორიაზე პერიოდულად ხდება მომიტინგეების დაკავება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს