რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, არიან დაშავებულები - მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან

რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ გაზის კაფსულებს ინტენსიურად იყენებს, შესაბამისად, ისევ არიან დაშავებულები.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებული მომიტინგეებით სავსე სასწრაფო დახმარების მანქანებს ცარიელი მანქანები ცვლიან, სადაც ექიმები დაშავებულ დემონსტრანტებს პირველად სამედიცინო დახმარებას უწევენ.

რუსთაველის გამზირის მთელს პერიმეტრზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა. სხვადასხვა ადგილზე ცეცხლი უკიდია მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებს. აქციის მონაწილეები ძირითადად ნაგვის ურნებს წვავენ.

აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზის გაშვების შემდეგ პერიოდულად ტოვებენ ტერიტორიას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ისევ დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე ბრუნდებიან.

რამდენიმე წუთის წინ სპეცრაზმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს