„დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ - პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და ამ წუთებშიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და ამ წუთებშიც განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს, - აღნიშნულ განცხადებას „დემოკრატიის კვლევის ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა.

„00:37 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის მოთხოვნებს და გახდა სრულად ძალადობრივი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

30 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები იკავებდნენ, მათ შორის, ჭიჭინაძის ქუჩას. პარალელურად, სპეციალური დანიშნულების რაზმი და წყლის ჭავლის მანქანა მობილიზებული იყო ჟვანიას ქუჩაზე, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელთან, თავისუფლების მოედანსა და საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ვიწრო ქუჩებზე.

დემონსტრანტთა მცირე ჯგუფი საპოლიციო ძალებს პლასტმასის ბოთლებსა და პიროტექნიკას ესროდნენ, რა დროსაც (დაახლოებით, 00:25 საათზე) გამოიყენეს წყლის ჭავლი, გაფრთხილების წესების უხეში დარღვევით. ამასთან, ინსტრუქციისა და საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით გამოიყენეს რეზინის ტყვიები.

მიუხედავად იმისა, რომ ჭიჭინაძის ქუჩასა და რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათიათასობით მოქალაქე მშვიდობიანად გამოხატავდა პროტესტს, მოულოდნელად სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მათი მისამართით (მათ შორის, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე) გამოიყენეს გაზის ჭურვები, რის შედეგადაც არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთა დიდი რაოდენობის გამო, ისინი სრულფასოვნად ვერ სარგებლობენ სამედიცინო დახმარებით.

საპოლიციო ძალები მესამე დღეა იყენებენ უკანონო ღონისძიებებს, სასტიკად უსწორდებიან ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს, იყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს, განსაკუთრებული სისასტიკით აკავებენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, მათ შორის, არასრულწლოვანებს. მიმდინარე პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალების ერთადერთი მიზანი მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯა და დაშინებაა.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე აგრძელებენ საპოლიციო ძალები დემონსტრანტების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და უკანონო დაკავებებს. რუსთაველის გამზირზე აქციის მშვიდობიანი ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობს იძულებითი ღონისძიებების, მათ შორის, გაზის ჭურვების გამოყენების არანაირი კანონიერი საფუძველი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს