საპატრიარქო - სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, თითქოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

საპატრიარქოს განმარტებით, ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, სადაც იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს ნებისმიერ დროს დაეხმარებიან.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება მორიგი დეზინფორმაცია, რომელსაც ამჯერად გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ უზიარებს საზოგადოებას. მათი თქმით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიოს დავალებით, „ქაშუეთის ტაძრის მღვდელს ეკლესიის გაღების გამო შენიშვნა მისცეს“.

ერთმნიშვნელოვნად ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის მტკნარი სიცრუე და ქვეყნისთვის ესოდენ დაძაბულ ვითარებაში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების ორად გახლეჩას, შუღლის გაღვივებას და ეკლესიის დისკრედიტაციას.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვერდი „მსოფლიო საეკლესიო სიახლენი“ წარსულშიც მრავალგზის უზიარებდა საზოგადოებას მსგავს ცრუ ინფორმაციას, ამ გვერდის მესვეურნი განსაკუთრებით გაწაფულნი არიან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების, მათ შორის, მიტროპოლიტ შიოს შესახებ ცილისწამების გავრცელებაში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამჟამად ქაშუეთის ტაძარი, ისევე როგორც 29 და 30 ნოემბერს, ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს.

მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და კეთილგონიერება.

უფალმა დაიფაროს მშვიდობით ჩვენი ქვეყანა!“,-აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს