პაატა დავითაია - მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა არის უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნისთვის

რამდენიმე საათის წინ განვაცხადეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გადადიოდა მკვეთრ მოქმედებებზე. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილების შესახებ, არის უკიდურესად მძიმე და კატასტროფული ამბავი ქართული სახელმწიფოსთვის - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და პარტნიორებთან დაკავშირებით.

„მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაწყვეტა არის დარტყმა იმ ყველაფერზე, რაც წლების განმავლობაში შენდებოდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში იმ გზაზე, რაც გაიარა ქართულმა სახელმწიფომ ჩვენი მთავარი მეგობარი და მხარდამჭერი იყო ამერიკის შეერთებული შტატები როგორც სახელმწიფოს მშენებლობის, ასევე ჩვენი უსაფრთხოების თუ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით. მთავარი პარტნიორების გარეშე საქართველო ოკუპანტი ქვეყნის პირისპირ, მარტო რჩება.

„ქართულ ოცნებას“ ეკისრება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში და პარტნიორებთან დაკავშირებით. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, სანამ კიდევ არ არის გვიან და უფრო მძიმე დარტყმები არ მიუღია ქართულ სახელმწიფოს, გადადგას დემოკრატიული ნაბიჯები - გაითვალისწინოს და დანიშნოს ახალი არჩევნები, რაც არის ჩვენი საზოგადოების და პარტნიორების მოთხოვნა“, - აცხადებს პაატა დავითაია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს