ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის წირავენ

ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის სწირავენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება, „გუშინდელი დღე კი იყო საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი“.

„მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისა და კანონის დაცვისკენ. ყველას შევახსენებ, რომ ნებისმიერ სამართალდარღვევას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი. პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ვერც ის პოლიტიკოსები, რომლებიც თვითონ ოფისებში იმალებიან და მათი ძალადობრივი დაჯგუფებების წევრებს მძიმე სასჯელისთვის სწირავენ.

აქვე, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის და პირადად, ჩემთვის, ძვირფასია საქართველოს თითოეული მოქალაქე, განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილი და გულწრფელად აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. კიდევ ერთხელ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა. ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვთქვით უარი, არის სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, რომელიც სწორედ რომ პრინციპულ დაბრკოლებას უქმნიდა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს