პრემიერი - ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ  საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე

ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა.

„მინდა, ასევე, გამოვეხმაურო საზოგადოებრივ მაუწყებელში „ნაციონალური მოძრაობის“ შეჭრის ფაქტს. ამ აქტით, მათ კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ტელევიზიებში შეჭრა „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელი ხელწერაა. ამასთან, ყოველგვარი ირონიის გარეშე, საზოგადოებრივ მაუწყებელში შეჭრილ „ნაციონალებს“ მინდა მადლობა გადავუხადო გუშინდელი ეთერისთვის, რადგან მათ, ამ ეთერით, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, თუ როგორია „ნაციონალის“ ნამდვილი სახე.

ბოდიშს ვუხდი რამდენიმე გულწრფელ და შეცდომაში შეყვანილ ადამიანს, რომლის გამოსწორება, მგონია, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს