ირაკლი კობახიძე ტრამპის ადმინისტრაციაზე - ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა.

როგორც პრემიერმა განმარტა, მმართველი გუნდის სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს. ამასთან, პრემიერი არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია.

„ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, განმარტა, რომ მმართველი გუნდისთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია დანარჩენი ყველაფერი კი მეორეხარისხოვანია.

„როგორც იტყვის ტრამპი იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“,- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს