ნათია მეზვრიშვილი - გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში შევიტანე განცხადება არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ კონსტიტუციის, სახელმწიფოს და ხალხის ღალატზე სამართლებრივი რეაგირების შესახებ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს.

მეზვრიშვილის განმარტებით, ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, „რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი“.

„ეს განცხადება იქნება ივანიშვილის და მისი არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ მომავალში წარმოებული სისხლის სამართლის საქმის პირველი ფურცელი, რომელიც ვერსად გაქრება და რომელზეც სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში შექმნილი დამოუკიდებელი პროკურატურა მოახდენს რეაგირებას;

ეს არ იქნება პოლიტიკური შურისძიება. ეს იქნება კანონის სამართლიანი აღსრულება იმ არალეგიტიმური ხელისუფლების მიმართ, რომელმაც გაბედა და ხალხს წაართვა ევროპული არჩევანი და შეცვალა საგარეო კურსი;

ეს სამართლებრივი პროცესი, რომელმაც მათ შორის უნდა დაადგინოს ხელისუფლება მარტო მოქმედებდა თუ ოკუპანტ რუსეთთან ერთად, გახდება მყარი საფუძველი იმის, რომ არავინ, არასოდეს დაუშვას მოღალატე პოლიტიკურ ძალასთან კოჰაბიტაცია, თანამშრომლობა და რაიმე სახის კომპრომისი;

ეს განცხადება არ არის პოლიტიკოსი ნათია მეზვრიშვილის და არც მხოლოდ მოქალაქე ნათია მეზვრიშვილის. ეს პროცესი უნდა იყოს ყველასი, ვინც მის სულისკვეთებას იზიარებს;

დღეიდან ვიწყებ მტკიცებულებების შეგროვებას. შეგიძლიათ მომაწოდოთ პირადში. როცა არალეგიტიმურ ხელისუფლებას მოვიშორებთ, სათანადო სამართლებრივი ბაზა უკვე შექმნილი იქნება”, - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო