ოზურგეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ

ოზურგეთში მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი თავდაპირველად თეატრის შენობასთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით „საქართველო, საქართველო“ და მოსახლეობას აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. როგორც ისინი აცხადებენ, ერთობით აუცილებლად დაამარცხებენ რუსულ რეჟიმს.

„ცხადია, ჩვენ ვაპროტესტებთ გაყალბებულ არჩევნებს, მიტაცებულ ხელისუფლებას, ვაპროტესტებთ ამ მავნებლების და კუნთიანი „ზონდერების“ მიერ ადამიანების უმოწყალო, სასიკვდილოდ ცემას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, კუკა ბარამიძემ.

ამ წუთებში კი, აქცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან გრძელდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება