დავით დევიძე - გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ დავით დევიძე შეუერთდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას - ვაგრძელებ მუშაობას სააგენტოში, ვემსახურები ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სიცრუეა თითქოს, ის შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების ნაწილის პეტიციას, სადაც ისინი ემიჯნებიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.

როგორც დევიძე სოციალურ ქსელში წერს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს მისი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე შეუერთდა სააგენტოს თანამშრომლების მცირე ნაწილის პეტიციას.

აღნიშნული წარმოადგენს ტყუილზე დაფუძნებულ პროვოკაციულ მოქმედებას და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, გაურკვეველმა პირებმა ელექტრონულ ფაილზე დაიტანეს ჩემი სახელი და გვარი და საზოგადოებას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია.

ვაგრძელებ მუშაობას საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესებს“, - აღნიშნავს დავით დევიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს