რატი იონათამიშვილი - გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც უსაფუძვლოდ ჰქონდა გაჩაღებული რადიკალურ ოპოზიციას

ჩვენ გვაქვს ეუთო/ოდირის წინასწარი დასკვნა და გვაქვს ეუთოს ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებები, რომელმაც უმაღლეს დონეზე შეაფასა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, რითაც წერტილი დაესვა ყოველგვარ დეზინფორმაციას საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგ, რომელიც ესე უსაფუძვლოდ ჰქონდა გაჩაღებული რადიკალურ ოპოზიციას, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ მოსწონდათ ის შედეგები და ის ადგილი, რომელიც განუწესა ჩვენმა საზოგადოებამ ამ ადამიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას არაერთხელ ჰქონდა ევროპული სასამართლოს მიმართ სიძულვილის კამპანია და იგივე კამპანიის გაჩაღებას შეეცდებიან ეუთო/ოდირის წინააღმდეგ.

მანვე აღნიშნა, რომ „ნაცების“ მხრიდან ევროპულ ღირებულებებზე საუბარი ფარისევლობაა, რადგან მათ ევროპასთან საერთო არასდროს ჰქონიათ.

„ახლა არის მთავარი კითხვა - ეს ადამიანები რატომ მალავენ და რატომ ემალებიან ეუთო/ოდირის შეფასებებს და დასკვნას და ამით ისინი ორმაგ სტანდარტს ემსახურებიან ისევ. მაგრამ ეს პირველი არ არის მათი მხრიდან, ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიმართ მათ როგორი სიძულვილის კამპანია ჰქონდათ გაჩაღებული. ახლა როგორც ჩანს იგივე კამპანიის გაჩაღებას შეეცდებიან ეუთო/ოდირის წინააღმდეგ და ეს ადამიანები, როდესაც ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ, ეს არის ნამდვილად ფარსი და ფარისევლობა მათი მხრიდან, ვინაიდან, ევროპასთან „ნაცებს“ საერთო არასდროს არაფერი არ ჰქონიათ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს