საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი სამინისტროში საქმიანობას შეუდგა

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მინისტრმა დღეს, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტები განიხილა.

„როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ერთიანი ძალისხმევით განაგრძობს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას და ეროვნული ინტერესების დაცვას.

მინისტრმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ როლს.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, სახეზეა დიპლომატების მიმართ ზეწოლის კამპანია, რაც მიუღებელი და დაუშვებელია.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ თანამშრომელს, რომლებსაც გააზრებული აქვთ საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა და მტკიცედ დგანან ეროვნული ინტერესების დასაცავად.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამინისტროს საქმიანობის უახლოეს დღის წესრიგს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს