ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ნაწილი განცხადებას ავრცელებს

ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების გახსნის პროცესი.

თანამშრომელთა ნაწილი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენას, არჩევნებთან დაკავშირებით არსებული დარღვევების გამოძიებასა და შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას ითხოვენ.

„მე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელი, რომელიც ვარ საჯარო მოხელე, გულისტკივილით ვუყურებ დღეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოვითხოვ ხელისუფლებისგან და ყველასგან, ვისაც შესაბამისი ძალაუფლება აქვს:

აღდგეს და დაჩქარდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი;

შეჩერდეს საქართველოს იზოლაცია თავისუფალი სამყაროსგან;

გამოიძიოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები და პასუხი გაეცეს არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს;

მოვითხოვთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაცვას და მომიტინგეებზე ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას“, - ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ნაწილის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

მარიამ ჭყონია

თამარ წიკლაური

ლელა ლიპარტელიანი

ნათია შენგელაია

გიორგი საბანაძე

ირაკლი ვეშაგურიძე

ელენე თურქაძე

ლილა სარკიაშვილი

ბესო ბაჯელიძე

ნინო გედენიძე

ავთანდილ ცერცვაძე

კახაბერ მიხელიძე

ნინო სიხარულიძე

გიორგი კოჭლაშვილი

ლაშა გველესიანი

გურანდა ბერძენიშვილი

ინგა ზუმბაძე

თინა თხინვალელი

რუსუდან ჩხიკვიშვილი

მაია გრძელიძე

ხათუნა გაჩეჩილაძე

ია ჩხეიძე

ლიზი ცავა

დავით შუღლიაშვილი

ნინო მუხაშავრია

სოფიო აქუბარდია

თამარ ურიადმყოფელი

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება