სოფო ჯაფარიძე - თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი დგას ქუჩაში და მას რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვერ წაართმევს  მომავალს

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განაცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მნიშვნელოვანი შეხვედრაა ჩანიშნული, თუმცა დეტალებზე შეხვედრის დასრულების შემდგომ ისაუბრებს.

მისი თქმით, „ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია, ე.წ. ხელისუფლება“, ამიტომ მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

„ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა. ხედავთ, რა ხდება გარეთ, რა ხდება საქართველოს მასშტაბით, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხი დგას ქუჩაში, რომლებსაც რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ვერ წაართმევს მომავალს, ჩვენ ქვეყანას ვერ წაართმევს ევროპულ მომავალს. რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილმა ღია ომი გამოუცხადა ქართველ ხალხს, ჩვენ წარსულს, მომავალს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო გაარუსოს, მაგრამ ამას ვერასდროს შეძლებს. დიახ, ჩვენ დღეს ვართ ერთიანები, ყველა ვდგავართ ერთად და ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა. დეტალებზე კომენტარს შეხვედრის შემდგომ გავაკეთებთ. მთავარია, რომ ვართ ერთიანები და მთავარია, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა