მომიტინგეების ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე დაკავებულ სამ პირს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ჯარიმა დაეკისრა

ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორი დღის წინ, აქციაზე დაკავებული ექვსი პირიდან სამს ხუთ დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ერთს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ამ წუთებში კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში, აქციაზე დაკავებული ფოტოგრაფის ლაშა ფალავანდიშვილის პროცესი მიმდინარეობს.

“აქციაზე დაკავებულების ორი პროცესი უკვე ჩატარდა. ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი საპროტესტო აქციას აშუქებდა, რომელიც უკანონოდ დააკავეს. ახლა სასამართლო პროცესზე ცრუ მოწმეებად უბნის ინსპექტორები არიან წარმოდგენილი, რომლებიც დაკავებისას რეალურად ადგილზე არ ყოფილან. სპექტაკლია ხალხო, ვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას”, - აღნიშნეს მათ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან რჩებიან.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია