ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-ში ნაწილობრივ გაწევრიანებას არასოდეს დათანხმდება

უკრაინა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არ დათანხმდება ნატო-ში გაწევრიანებას მხოლოდ ტერიტორიის ნაწილისთვის, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა, თუ როგორ შეიძლება გავრცელდეს ნატო-ს „უსაფრთხოების ქოლგა“ უკრაინის თავისუფალ ტერიტორიაზე.

„ჩვენ იურიდიულად არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მიერ ჩვენი მიწების ოკუპაციას. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ მიწებს, როგორც რუსულ მიწებს. ეს არის ჩვენი მიწები. ეს არის ჩვენი ხალხი. უკრაინის დროებით ოკუპირებული ნაწილები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დაბრუნდება. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ უმრავლესობა დაბრუნდეს დიპლომატიური გზით, რომ არ იყოს ასეთი მსხვერპლი, არ ვარ დარწმუნებული, რომ პუტინს ეს ესმის. მაგრამ მე მინდა, რომ ცივილიზებული სამყაროს უმრავლესობამ ეს გაიგოს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნატო, ხოლო ეკონომიკური გარანტია - ევროკავშირი.

„ჩვენთვის ევროკავშირი და ნატო ფუნდამენტური რამ არის. რაც არ უნდა რთული იყოს, რაც არ უნდა რთულად ჩანდეს დღეს, ჩვენ მრავალი სხვადასხვა სირთულის წინაშე ვიდექით და როგორღაც გავართვით თავი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამავდროულად, მისი თქმით, ნატო-ში მიწვევა არ შეიძლება ვრცელდებოდეს მხოლოდ უკრაინის ნაწილზე, რადგან ეს გახდება ავტომატური აღიარება იმისა, რომ ყველა სხვა ტერიტორიას არა მხოლოდ საფრთხე დაემუქრება, არამედ აღარასდროს გახდება უკრაინის.

„უკრაინა არასოდეს წავა ამაზე, თუ ეს არის მოწვევა, მაშინ მხოლოდ ყველა ტერიტორიისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი