ვაჟა სირაძე - ერთი საათია, რაც აქცია დაიწყო და უკვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები, ორი პირია დაკავებული - ბოლო დღეებში მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, - ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სირაძის თქმით, შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს.

“გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია:

დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია და მინდა, მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებსა და, განსაკუთრებით, იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მიმდინარეობის პერიოდში ყოველთვის დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე უკვე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე, ფაქტი ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შედეგადაც ჩვენს მიერ მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

აქცია სულ რაღაც 40 წუთია, მაქსიმუმ ერთი საათია, რაც დაიწყო და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები.

მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვან კანონი”, - განაცხადა სირაძემ.

მისი თქმით, ბოლო დღეებში აქციის მონაწილეებმა "მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი", შესაბამისად, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები.

„მოგეხსენებათ, რომ გარდა დღევანდელი დღისა, წინა დღეებშიც განხორციელდა არა ერთი დესტრუქციული ქმედება გარკვეული პირების მიერ. ჩვენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ როგორც გადაადგილებაში, ისე პროტესტის გამოხატვაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაცდება აქციის გარკვეული პირების მხრიდან თავიანთი ქმედებები კანონის ჩარჩოებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს შესაბამისი ზომები გამოიხატება რიგ შემთხვევაში გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც ყოველდღიურად ხორციელდება.

გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში ყველა ვხედავთ, გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა. პოლიცია მზად არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთთ. ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს