საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ პირველმა არხმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პირდაპირი ეთერი დაუთმოს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილი თანახმაა საზოგადოებრივ მაუწყებელში მივიდეს.

ასევე, მათი მოთხოვნაა, გადადგნენ არხის ხელმძღვანელი პირები: ვასილ მაღლაფერიძე და თინათინ ბერძენიშვილი. მათ გადადგომისთვის 30 წუთი მისცეს. აქციის მონაწილეების თქმით, ახალი გენერალური დირექტორი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა დანიშნოს.

პროტესტის მონაწილეებს კოსტავას გამზირი გადაკეტილი აქვთ, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. შეკრებილებს ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით: “არ გაჩერდება ხალხის მდინარე - ქვეყნის გულიდან გამომდინარე”.

აქ შეკრებილებს ცოტა ხნის წინ აქციის ის მონაწილეებიც შეუერთდნენ, რომლებიც რუსთაველზე იყვნენ შეკრებილები.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები