ხატია დეკანოიძე - პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი, ყველა საშინლად იღლება - მათი რაოდენობა სასრულია, ჩვენი - არა

როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი - ყველა საშინლად იღლება, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც დეკანოიძე აღნიშნავს, მუდმივ სტრესში მომუშავე სპეცრაზმის წარმომადგენლებს უჭირს სიცივეში სპეცაღჭურვილობით ყოფნა და დავალებების მიღებაც ღლით.

“მეგობრებო, როგორც პოლიციის ყოფილმა უფროსმა, შემიძლია გითხრათ, რომ პოლიცია სპეცაღჭურვილობით, პატრული, კრიმინალური პოლიცია თუ უბრალო უბნის ინსპექტორი - ყველა საშინლად იღლება.

ისინი 24 საათი განმავლობაში სამუშაო რეჟიმში არიან, ავტობუსში ისხდებიან თუ გდდ-ს ბაზაზე - განსაკუთრებული მნიშვნელობა ამას არ აქვს.

ფიზიკურად გამომფიტავია მუდმივ სტრესში, სიცივეში და სპეცაღჭურვილობით დაძაბული ყოფნა. პასუხისმგებლობაც და დავალებებიც ღლის.

მათ არ შეუძლიათ სახლში წასვლა, ვერ იკვებებიან კარგად, ეძინებათ.

თან, როგორც წესი, გულში უფროსობით აუცილებლად უკმაყოფილოები არიან.

ძალიან იღლებიან და არანაირი მითოლოგია მათ უკან არ არსებობს.

მათი რაოდენობა სასრულია. ჩვენი არა”, - წერს დეკანოიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს