სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე სპეციალურ საშუალებებს პერიოდულად იყენებს და ტერიტორიიდან დემონსტრანტების გაყვანას ცდილობს, თუმცა მომიტინგეები კვლავ პროტესტის ადგილს უბრუნდებიან

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტუაცია პერიოდულად იძაბება, თუმცა დაახლოებით, ბოლო 2 საათის განმავლობაში, მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ.

საპოლიციო ძალები პროტესტის მონაწილეების რუსთაველის გამზირიდან გაყვანას ცდილობენ ე.წ. გაზის კაფსულების და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით.

ასევე, დემონსტრანტების მხრიდან სპეცრაზმის წინააღმდეგ სისტემატურად ხდება პიროტექნიკის გამოყენებაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ სამართალდამცავები რუსთაველის გამზირიდან დევნიან, აქციის მონაწილეები პროტესტის ადგილზე დაბრუნებას მაინც ახერხებენ. პარალელურად აქციის მონაწილეები აგებენ ბარიკადებს.

აქციის მონაწილეები, ამ დროისთვის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის მიმდებარე პერიმეტრს იკავებენ.

სპეციალური დანიშნულების რაზმის ნაწილმა კი რუსთაველის გამზირი დატოვა, ნაწილი სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე რჩება.

ბოლო საათების განმავლობაში დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილეც.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება