რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი „სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ

რუმინეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მმართველმა „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ მიიღო, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბიულეტენების დაახლოებით 90 პროცენტის დამუშავების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ ხმების 23,84 პროცენტი მიიღო, მეორე ადგილზეა ულტრამემარჯვენე ალიანსი „რუმინელთა ერთიანობისთვის“ ხმების 17,85 პროცენტით, მესამე ადგილზე კი - მემარჯვენე ეროვნულ-ლიბერალური პარტია 14,64 პროცენტით.

ამასთან, „დოიჩე ველე“ წერს, რომ საზღვარგარეთ ჩატარებულმა კენჭისყრის შედეგებმა შეიძლება ყველაფერი შეცვალოს.

რუმინეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. პარლამენტარებს ოთხი წლის ვადით, პარტიული სიებით ირჩევენ. პარტიის პარლამენტში შესვლის ბარიერი 5 პროცენტია. არჩევნებში სულ 31 პოლიტიკური პარტია მონაწილეობდა.

რუმინეთის ამჟამინდელ პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი „სოციალ-დემოკრატებს“ აქვთ, თუმცა არა ერთპარტიული კაბინეტის შესაქმნელად საჭირო რაოდენობა და ხელისუფლებაშია „ეროვნულ-ლიბერალურ პარტიასთან“ ერთად ჩამოყალიბებული კოალიციური მთავრობა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს