რუსეთისა და სირიის მოიერიშე თვითმფრინავებმა იდლიბი დაბომბეს

რუსეთისა და სირიის მოიერიშე თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ სირიაში მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბს დაარტყეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე მყოფი მაშველების თქმით, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. სირიის არმია და მისი მოკავშირე რუსეთი ამტკიცებენ, რომ მათი სამიზნე მეამბოხე ჯგუფების სამალავებია და თავს მშვიდობიან მოსახლეობას არ ესხმიან.

შეგახსენებთ, სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქ ალეპო დატოვეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის მოწინააღმდეგე მეამბოხეებმა იერიში მიიტანეს და ქალაქში შევიდნენ. სირიის არმიამ განაცხადა, რომ ალეპოზე თავდასხმის შედეგად მისი ათობით ჯარისკაცი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება