შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს, აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება 21-მა სამართალდამცავმა მიიღო, ბოლო დღეების განმავლობაში კი 113 პოლიციელი დაშავდა, საიდანაც 4 კლინიკებში რჩება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში მიმდინარე აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა მიიღო.

უწყების ცნობითვე, ჯამურად, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, მიმდინარე წლის 1-2 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

აქციის მონაწილეების მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებების შედეგად, გასულ ღამეს ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა. დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების განმავლობაში ჯანმრთელობის დაზიანება ჯამში შინაგან საქმეთა სამინისტროს 113-მა თანამშრომელმა მიიღო, მათგან 4 ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს