კონსტანტინ კოსაჩევი - „მოლოტოვის კოქტეილები“ დემონსტრანტებმა პოლიციას მას შემდეგ დაუშინეს, რაც კაია კალასმა პროტესტს კანონიერი უწოდა, მთავრობის პასუხს კი, უკანონო - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური არის წამქეზებელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური საქართველოში არეულობის წამქეზებელი გახდა, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინ კოსაჩევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„პირველი „მოლოტოვის კოქტეილები” დემონსტრანტებმა ქართველ პოლიციას მაშინვე მას შემდეგ დაუშინეს, როგორც კი ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა საჯაროდ უწოდა პროტესტს კანონიერი და მთავრობის პასუხს - უკანონო. პირდაპირ კავშირს ვხედავ. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახური არის წამქეზებელი“, - წერს კოსაჩევი.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა გუშინ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალის გამოყენებისგან.

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც მტკიცედ იცავენ თავიანთ ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს. საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები პირდაპირ გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება