ირაკლი კობახიძე - ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება - წლების განმავლობაში დაკნინებული იყო სასწავლო გეგმაში პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, ყურადღება უნდა დაეთმოს მოსწავლეების სათანადოდ აღზრდას

ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება. გახსოვთ, ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მაქსიმალურად იყო დაკნინებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა და საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა.

„განათლების სისტემა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა. ბუნებრივია, ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს როგორც სასკოლო, ისე უმაღლესი განათლების მიმართულებით, ასევე, პროფესიული განათლების მიმართულებით. იცით, რომ ამ კუთხით ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. რაც შეეხება სკოლებს, სერიოზული პრობლემა იყო წლების განმავლობაში, როდესაც მაქსიმალურად იყო დაკნინებული ეროვნულ სასწავლო გეგმაში პატრიოტული აღზრდის მნიშვნელობა, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერების მნიშვნელობა და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ამან თავისი შედეგები გამოიღო, თუმცა, არაფერია დაგვიანებული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სათანადო ყურადღება დაეთმოს ჩვენი ბავშვების, მოსწავლეების სათანადო აღზრდას და მათთვის სათანადო განათლების მიწოდებას. ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების დეპოლიტიზება, გახსოვთ, ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო და ამ ხელწერით აგრძელებენ ახლაც მოქმედებას, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასკოლო განათლების კუთხით სერიოზული წინსვლა გვქონდეს“, - განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება.

„მოგეხსენებათ, აქ ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს, რომელიც უკავშირდება თბილისის და ქუთაისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარებას და სწავლების შინაარსის გაუმჯობესებას. 4 წლის თავზე, ჩვენ გვექნება თვისებრივად განსხვავებული გარემო ჩვენი სტუდენტებისთვის და ამაღლებული სწავლების ხარისხი ჩვენი სტუდენტებისთვის, რასაც გეგმაზომიერად მივყვებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან