ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები დგანან  ძალადობის უკან - მინდა შევახსენო, რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასთან

4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს,­ რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან.

„რაც შეეხება პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რა თქმა უნდა, ისინი ხვდებიან, თუ რაში აქვთ თავი შეყოფილი, თუმცა, პატრონის დავალება პატრონის დავალებაა და ამაზე უარის თქმა, მათთვის უბრალოდ შეუძლებელია, ასეთია აგენტის ბედი და ასეთია აგენტის ხვედრი. რაც ყველაზე სამწუხაროა, ისინი სწირავენ ადამიანებს, მათ შორის, ახალგაზრდებს, ძალიან მძიმე სასჯელისთვის. წაიკითხავდით დილით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცია დაკავებული ძალიან მძიმე, სავარაუდო დანაშაულისთვის და მას 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება იმის გამო, რომ მძიმედ დააზიანა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობა. ეს არის რა თქმა უნდა, ამ ავანტიურისტების პასუხისმგებლობა. 4 პარტიაა - სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, მათ გუშინ პრაქტიკულად ღიად განაცხადეს, რომ ისინი დგანან ამ კოორდინირებული ძალადობის უკან. რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფრისათვის პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. შესაბამისად, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გაითვალისწინოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი პატრონის დავალებას ვერ გაცდებიან, თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, თუ რა პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს დაკავშირებული იმ მცდელობასთან, რასაც კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობა ჰქვია. გასაგებია, რაზეც გვაქვს საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს