ირაკლი კობახიძე - დღეს პროტესტს გამოხატავს გულწრფელი ადამიანების ნაწილიც - მათთან ჩვენი შეთავაზებაა ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია, თუ გაირკვევა, რომ მართლები არიან, რაიმე გადაწყვეტილების მიღებას წინ არაფერი უდგას

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „გულწრფელ მოქალაქეებს“, რომლებიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავენ, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ ფორმატში დისკუსიას სთავაზობს.

როგორც კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საჭიროა „ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“.

„ჩვენთვის თითოეული მოქალაქე არის ძვირფასი. განსაკუთრებული ყურადღებით მივუდგებით ნებისმიერი ადამიანის აზრს, მითუმეტეს, როდესაც საუბარია გულწრფელ ადამიანებზე. დღეს პროტესტს გამოხატავს ადამიანების ის ნაწილიც, რომლებიც გულწრფელებიც არიან, მე არ ვსაუბრობ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. არიან გულწრფელი ადამიანებიც და სწორედ მათთვის არის ჩვენი შეთავაზება, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერ ფორმატში გავმართოთ დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თუ გაირკვევა, რომ მართლები არიან, რა თქმა უნდა, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას, თუმცა, პირველ რიგში, ამისთვის არის საჭირო ჯანსაღი დისკუსია და არა ლიბერალური ფაშიზმი და ძალადობა, რასაც ვერავითარი წარმატება ვერ ექნება“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს