მამუკა ხაზარაძე - ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს - ვერავის შეაშინებთ! თქვენი ამბავი დასრულებულია!

ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ის კოალიცია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც აქციაზე დააკავეს, მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემი მხარდაჭერა ზურაბ ჯაფარიძეს და ყველა დაკავებულ ახალგაზრდას, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის!

ივანიშვილი უკვე პოლიტიკური ოპონენტების დაჭერაზე გადავიდა და ჰგონია, რომ ასე მოერევა სამართლიან პროტესტს ქუჩაში. არაფერი გამოგივათ! ვერავის შეაშინებთ! თქვენი ამბავი დასრულებულია!“ - წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს დილით დააკავეს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს