ზუგდიდში, ქართულ-ფრანგული სკოლისა და მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლების ნაწილი გაიფიცა - სასწავლო პროცესი ჩაშლილია

ზუგდიდში, ქართულ-ფრანგული სკოლისა და მე-5 საჯარო სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეები გაიფიცნენ. სასწავლო პროცესი ჩაშლილია.

მოსწავლეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მათ ევროპისკენ მიმავალი გზა გადაუკეტა, რასაც არ დაუშვებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

გაფიცულ მოსწავლეებს პედაგოგების ნაწილიც შეუერთდა.

„ჩვენ ვართ ახალგაზრდები და ცვლილებები სწორედ ჩვენგან უნდა დაიწყოს, რადგან ჩვენი მომავალი ევროპაშია. შემოგვიერთდნენ პედაგოგები, რაც ძალიან მახარებს, რადგან ისინი არიან ის ადამიანები, რომლებმაც თავის დროზე გვასწავლეს თავისუფლების ფასი. ჩვენ სკოლის ეზოთი არ შემოვიფარგლებით. აქედან გადავალთ ქალაქში, სადაც მოსახლეობაა გამოსული ამ სისტემის წინააღმდეგ. გპირდებით, რომ აუცილებლად მივაღწევთ მიზანს”, - აცხადებენ გაფიცული მოსწავლეები.

მათივე ინფორმაციით, ისინი დღეს, 17:00 საათზე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილ საპროტესტო აქციას მშობლებთან ერთად შეუერთდებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება