მიხეილ სარჯველაძე „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე „მავნებლურსა და დივერსანტულს“ უწოდებს საჯარო მოხელეების მიმართ მოწოდებებს, რომ მუშაობა შეწყვიტონ და აცხადებს, რომ ეს მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილურ ინტერესებს ემსახურება.

როგორც სარჯველაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამგვარი მოწოდებები „დიდი დრამატურგიის ნაწილია“.

„მინდა, ყველა საჯარო მოხელეს, რომელიც საკუთარ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებს, მადლობა გადავუხადო. დღევანდელ დღეს და არა მხოლოდ, მათი შრომა უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა და მინდა ამ შრომისთვის მადლობა გადავუხადო.

რაც შეეხება ამგვარი ტიპის მოწოდებებს, ესეც დიდი დრამატურგიის ნაწილია, რომლის სცენარითაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ ცრუ პანიკების დათესვა საზოგადოებაში, მაგალითად, ვითომ შეწყვეტილ პროგრამებთან დაკავშირებით, არამედ იმავდროულად მოწოდება ხდება, რომ საჯარო მოხელეებმა მუშაობა შეწყვიტონ და რამენაირად ხელი შეუწყო სახელმწიფოს ჩამოშლას. ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნის გულშემატკივრობით გამოწვეული მოწოდება არაა. ეს ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მერკანტილურ ინტერესებს და ეს ინტერესი გულისხმობს იმას, რომ რამე ფორმით ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუტები და შემდეგ ამაზე ხელი მოითბონ. ეს არ არის არც კეთილსინდისიერი, არც ქვეყნის პატრიოტიზმთან აქვს საერთო. ეს არის მავნებლური, დივერსანტული საქმიანობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი