მიხაილ გალუზინი ბალტიის ქვეყნების მიერ საქართველოში აქციების ჩამხშობი პირების დასანქცირებაზე - მოსკოვს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის მიმართ

მოსკოვი უარყოფითად არის განწყობილი სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი ბალტიის ქვეყნების გადაწყვეტილებას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილე პირებს სანქციები დაუწესონ.

„რაც ხდება, ფაქტობრივად, საქართველოს შიდა საქმეა, მხოლოდ ამით მინდა შემოვიფარგლო ჩემი კომენტარისას. მოსკოვს ნეგატიური დამოკიდებულება აქვს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევის ნებისმიერი მცდელობის მიმართ. შესაბამისად, ის ასეთ ჩარევას არ მიმართავს“, - განუცხადა გალუზინმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, გაბრიელიუს ლანდბერგისმა, ბაიბა ბრაჟემ და მარგუს ცაჰკნამ გუში განაცხადეს, რომ ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება