ბათუმში სტუდენტები, მოსწავლეები და პროფესორ-მასწავლებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები საპროტესტო აქციას მართავენ.

უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.

ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, „ქართული ოცნება“ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობს.

უნივერსიტეტთან შეკრებილებს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლებიც შეუერთდნენ.

„არჩევნების გაუქმებას ვითხოვთ, ხელახლა უნდა ჩატარდეს სამართლიანი და ობიექტური არჩევნები. სტუდენტებთან ერთად პროფესორებიც არიან, სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ჩვენი ყველას ერთად გასაკეთებელია ეს საქმე, რათა ბოლომდე მივიყვანოთ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. რუსული რეჟიმი თავის მეთოდებით უნდა გავისტუმროთ ხელისუფლებიდან“, - აცხადებენ სტუდენტები.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს