ადვოკატი - ზურაბ ჯაფარიძეს კილომეტრნახევარი სდია სპეცრაზმმა, რომ დაეკავებინათ - მისი ადგილსამყოფელი ჯერ ისევ არ ვიცით, არც ერთ იზოლატორში არ იძებნება

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ადვოკატი ამ დრომდე ვერ პოულობს.

როგორც ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა განაცხადა, ჯაფარიძეს სპეცრაზმმა დასაკავებლად კილომეტრნახევარი სდია.

„2 საათზე მეტია, რაც დაკავებულია, არც ერთ იზოლატორში არ იძებნება, ყველგან ვართ ადვოკატები, ზოგან მისი მეგობრები არიან, ვეძებთ ზურას, თუმცა, ჯერჯერობით მისი ადგილსამყოფელი არ ვიცით. დაკავებასთან დაკავშირებით მეც იგივე ინფორმაცია მაქვს, რაც თქვენ ნახეთ, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. კილომეტრნახევარი სდია სპეცრაზმმა, რომ დაეკავებინათ“, - განაცხადა ბარამაშვილმა.

ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან გადაინაცვლეს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება