განათლების მინისტრი - მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება - მოვუწოდებთ, აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ ვალდებულების შესრულება - პროცესის შეუფერხებლად უზრუნველყოფაში იღებენ დაფინანსებას

მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება - მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ჟურნალისტებს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკა არც მათი და არც ოპონენტების მხრიდან არ შევიდეს.

„ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ერთის მხრივ ჩვენი მხრიდან არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ შევიდეს პოლიტიკა არც ოპონენტების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც, სკოლებისა და უნივერსიტეტების, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესით და ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული მათთან დადებულ ხელშეკრულებებში ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლებიც და უნივერსიტეტებიც, ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად, იღებენ დაფინანსებას. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულის დარღვევაა, რაც არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, ისევ როგორც ეს მათ მოეთხოვებათ”, - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება