ირინა სარიშვილის ინფორმაციით, მისი შვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ნაცემია

ყოფილი პოლიტიკოსის, ირინა სარიშვილის განცხადებით, მისი შვილი, ლუკა სარიშვილი, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს, ნაცემია.

სარიშვილის თქმით, საპროტესტო აქციაზე მისი შვილის დაკავების კადრები პირდაპირ ეთერში ნახა, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან მას ფიზიკურად.

„პირდაპირ ეთერში იყო მისი დაკავება. ღამე რუსთაველზე იყვნენ, დარბევის შემდეგ, ჭავჭავაძეზე გადაინაცვლეს. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონზე ვესაუბრე, მეც ვაპირებდი აქციაზე გასვლას მას შემდეგ, რაც ბავშვებს ვაჭმევდი. მერე პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, რომ თამარაშვილზე აკავებდნენ. მერე გავიგე, რომ ზაჰესში მოჰყავთ, თუმცა, ამ დრომდე მოყვანილი არაა. მე როგორც ვიცი, ნაცემია, ურტყეს. კადრებშიც ჩანს რამდენჯერმე ჩარტყმა, ბევრს მიჰყავდა ერთად. დილით, 09-10:00 საათზე დააკავეს. კადრებში ჩანს, როგორ შეყვა შიგნით ძალიან ბევრი ნიღბოსანი და როგორ გამოჰყავთ, გვერდით ახალგაზრდა ქალი კიოდა, ხელი გაუშვითო და ის ძირს დააგდეს, ეს მანქანაში ჩატენეს. აბსოლუტურად სველია, რადგან დარბევაში მოჰყვა. ყველაფერი კარგად იქნება, ამათი ბოლო ძალიან ახლოსაა“, - განაცხადა სარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება