აქციაზე დაშავებული პირველი არხის ფოტოგრაფი - როცა წინა ხაზზე მუშაობ, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას, ეს უკვე გულდასაწყვეტია - ამაზე თვალის დახუჭვა სწორად არ მიმაჩნია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ფოტოგრაფი მირიან მელაძე აცხადებს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავდა, თუმცა ახლა თავს კარგად გრძნობს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, შემთხვევა აქციაზე სამი დღის წინ მოხდა. ის სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ამის ამსახველ ფოტოსაც ავრცელებს.

„როდესაც წინა ხაზზე გიწევს მუშაობა, ყველაფრისთვის უნდა იყო მზად, მაგრამ როცა საქმე ეხება დაუფასებლობას და წაყრუებას, ეს უკვე გულდასაწყვეტია და ზოგ შემთხვევაში იმ ჭრილობაზე უფრო მტკივნეული, რაც ფიზიკურად განიცადე იმ წუთას. არ გაჟღერდა არსად, რადგან არ არსებობს ვიდეოკადრი, თუმცა ფაქტი ფაქტია და ამაზე თვალის დახუჭვა არ მიმაჩნია სწორი.

პ.ს ეს ფაქტი მოხდა სამი დღის წინ, კარგად ვარ, არ გავჩერებულვარ, ვაგრძელებ მუშაობას“, - წერს მირიან მელაძე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება