გურამ პეტრიაშვილი - დღეს ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები - 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა!

დღეს ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები - 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა! - ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატისა და მწერლის, გურამ პეტრიაშვილის წერილშია აღნიშნული.

როგორც გურამ პეტრიაშვილი ღია მიმართვაში ამბობს, საქართველომ ისევ უნდა იბრძოლოს სამშობლოს თავისუფლებისათვის.

„ზვიადმა და მერაბმა ეროვნული მოძრაობა რომ წამოიწყეს, მეც უყოყმანოდ, მათ გვერდით დავდექი. რუსეთი საქართველოს ისტორიული მტერია და მეც, როგორც ყველა ნორმალური ქართველი, სამშობლოს რუსული იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ვიბრძოდი! ჩვენ მივაღწიეთ საუკუნოვან საწადელს - 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში დავამარცხეთ კომპარტია, საქართველოს ეროვნული ხელისუფლება დავუბრუნეთ და მალევე, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, 9 აპრილის ისტორიული აქტით, აღვადგინეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა!

დღეს კი, ისევ რუსულ იმპერიაში მიგვათრევენ ეს თანამედროვე უსამშობლო სერგო ორჯონიკიძეები! რუსი პატრონების დავალებით გვიკლავენ ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს დამოუკიდებლობას, რომლისთვისაც ჩვენ სისხლი დავღვარეთ, 9 აპრილს ჩვენი გოგო-ბიჭები სწორედ, სამშობლოს თავისუფლებისთვის დაჩეხეს რუსმა ჯალათებმა! დღეს, ხელმეორედ კლავენ რუსების მიერ მოკლულ ზვიადს და მერაბს!

მოკლედ, ქართველი ერი ამ რუსულ რეჟიმს არ უნდა შეეპუოს! ისევ უნდა ვიბრძოლოთ სამშობლოს თავისუფლებისათვის! მე, 82 წლის კაცს, რომ შემეძლოს, ჩვენი ლამაზი და ლაღი ახალგაზრდების გვერდით ვიდგებოდი... როგორ მშურს მათი კეთილი შურით, რომ მათსავით, როგორც ეროვნული მოძრაობისას, დღესაც არ შემიძლია სამშობლოს დამცველთა პირველ რიგებში ვიდგე! თუმცა ესეც ბუნების კანონია - ახლა მათი ჯერია სამშობლოსათვის ბრძოლისა! მე მთელი არსებით მხარს ვუჭერ მოძმე უკრაინელ ერს, ჩვენს საერთო მტერთან რუსეთის იმპერიასთან თავისუფლებისათვის ბრძოლაში! რადგან უკრაინის თავისუფლება და გამარჯვება - საქართველოს თავისუფლებასა და გამარჯვებას ნიშნავს! და როგორც ზვიადი და მერაბი დაჰქუხებდნენ: ძირს რუსეთის ძირგამომპალი იმპერია! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!“ - აღნიშნავს გურამ პეტრიაშვილი, რომლის წერილსაც სოციალურ ქსელში ვახტანგ ლომთაძე ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია