რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მთავარი 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებაში, ახლა ისეთი პოზიციები უკავიათ, თითქოს ეუთო/ოდირი აღარც არსებობს - ისინი არიან ორმაგი სტანდარტების მსახურები

ეს ადამიანები არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნებოდა მათთვის მთავარი 26 ოქტომბრის არჩევნების შეფასებაში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, რადიკალური ოპოზიციის და მათი უცხოელი მოკავშირეების მიერ ეუთო/ოდირის დასკვნის იგნორირებაზე საუბრისას განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, ეუთო/ოდირი 26 ოქტომბრის არჩევნებს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს და აღიარებს შედეგებსაც, შესაბამისად, ვინაიდან დასკვნა ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგისთვის გამოუსადეგარია, მათ ისეთი პოზიციები დაიკავეს, თითქოს ეუთო/ოდირი აღარც არსებობს.

„ვიცით, რომ ეუთო/ოდირი 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევს მათ შორის, როგორც კონკურენტული, ასევე ორგანიზების თვალსაზრისით და ის ცნობს იმ შედეგებს, რაც დადგა 26 ოქტომბერს. ახლა, ამ ადამიანებმა დაიწყეს დამალვა და თითქოს, ეუთო/ოდირი აღარც არსებობს მათთვის, ისეთი პოზიციები უკავიათ. აქედან ჩანს, რომ ისინი არიან ორმაგი სტანდარტების მსახურები და ჩანს, რომ ეს ადამიანები არიან ფარისევლები და მატყუარები - ანუ, თუ რაღაც მათ რადიკალურ დღის წესრიგს აწყობს, ისინი ამას გამოიყენებენ, თუ ფიქრობენ რომ არ აწყობთ, მაშინ ურცხვად და უტიფრად შეეცდებიან საზოგადოების მოტყუებას და საკუთარი სიტყვების გადათქმასაც. ამიტომ, მორალისგან ასეთი დაცლილი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში ნამდვილად არ არის“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს